კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,99 პროცენტს შეადგენს

11:05, 06.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,99 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,76 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 1 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი