კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს

10:54, 10.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,96 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,16 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი