კორონავირუსის გამო, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება
კორონავირუსის გამო, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება

კორონავირუსის გამო, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება.

​კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სტრასბურგში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა ჟანა ბერსეგიანმა „ლა ფიგაროსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მას ყოველ წელს ათასობით ადამიანი ესწრება.

სტრასბურგში კორონავირუსი პანდემიის პირველი ტალღის დროს ფართოდ გავრცელდა. ახლა ქალაქში ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება.

საშობაო ბაზრობების გაუქმების გადაწყვეტილება ასევე მიიღეს პარიზსა და ბორდოშიც.