კორონავირუსის გამო, საფრანგეთი იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს

12:31, 24.02.2020

კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთი იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, ჟან-ბაპტისტ ჯებარიმ განაცხადა.

„საზღვრების ჩაკეტვას აზრი არ აქვს, რადგან ვირუსის გავრცელება მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრებიდან არ ხდება“, – განაცხადა ჯებარიმ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი, 150-ზე მეტი კი ინფიცირებული.

მსგავსი