კორონავირუსის გამო, საბერძნეთმა სამ ოლქში სკოლები დახურა

11:48, 05.03.2020

საბერძნეთმა კორონავირუსის გამო, სამ ოლქში სკოლები დახურა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, სკოლების დახურვასთან ერთად, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი ღონისძიებები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში ერთ-ერთ  მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

„როიტერის“ ცნობით, დაინფიცირებული უახლოეს წარსულში ისრაელსა და ეგვიპტეში იმყოფებოდა.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 95 ათასს აჭარბებს. ვირუსით 3 286 ადამიანი დაიღუპა, 53 307 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი