კორონავირუსის გამო, ნატო-ს წვრთნებში გერმანელი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ
კორონავირუსის გამო, გერმანელი სამხედროები ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობას წყვეტენ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
საუბარია წვრთნებზე სახელწოდებით „ევროპის დამცველი 2020“, რომლის ფარგლებშიც ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობას უნდა ჩასულიყო.
გერმანიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, გერმანელი სამხედროების 16-30 აპრილამდე ქვემო საქსონიაში დაგეგმილ მანევრებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სულ წვრთნების ამ ეტაპზე მანევრებში 250 გერმანელი ჯარისკაცი უნდა ჩართულიყო.
აშშ-ის თავდაცვის უწყებას „ევროპის დამცველ 2020“-ის შეჩერების გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ მიუღია. თუმცა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პენტაგონი წვრთნებში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვს შეამცირებს.
ნატო-ს მასშტაბური სწავლება განრიგის მიხედვით ივნისამდე უნდა გაგრძელდეს.