კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა „მწვანეების“ აქცია გაიმართა
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა „მწვანეების“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პირველ თებერვალს ტრანსპორტის აღდგენას და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის მოხსნას ითხოვდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.