კორონავირუსის გამო ჩემპიონატები მხოლოდ ორ ევროპულ ქვეყნაში არ შეწყდა
უეფას წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ეროვნული ჩემპიონატები კორონავირუსის გავრცელების გამო შეაჩერა.
ყველაზე ადრე სან-მარინოსა და შვეიცარიის ჩემპიონატები შეაცერეს – ორივე ქვეყანაში ტურნირი 29 თებერვლიდან შეწყდა. ეროვნული ჩემპიონატი ჩერნოგორიამაც კი შეაჩერა, ერთად-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ, სადაც საბედნიეროდ, ჯერ კოროვირუსის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა.
ყველაზე ბოლოს ეს გადაწყვეტილება რუსეთში, უნგრეთსა და უკრაინაში მიიღეს – რუსეთი ტურებს 20 მარტიდან აჩერებს, ხოლო უკრაინელები და უნგრელები – 21 მარტიდან. საქართველოს ნაკრების წევრები რუსეთსა და უნგრეთში თამაშობენ.
ევროპაში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც , ტურნირები არ შეაჩერეს – თურქეთში ჩემპიონატი გრაფიკის მიხედვით გრძელდება, ხოლო ბელორუსში ჩემპიონატი ხვალ, 19 მარტს დაიწყება.
ტურნირი არც შვედეთში შეუჩერებიათ, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი აპრილში იწყება.