კორონავირუსის გამო, აშშ კანადისა და მექსიკის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს
კორონავირუსის გამო, აშშ კანადისა და მექსიკის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს

აშშ კანადისა და მექსიკის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღო. როგორც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განმარტა, საზღვრებზე გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ შეეხება პროდუქციის იმპორტს და ექსპორტს.

დონალდ ტრამპის, თქმით „მიგრანტების ნაკადი ისედაც მძიმე ტვირთად აწვება აშშ-ში ჯანდაცვის სისტემას, ხოლო კორონავირუსის პანდემიის დროს, მიგრანტებს შეუძლიათ, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები და შემდეგ აშშ-ის მოქალაქეებიც დააავადონ“.

აშშ-ის კანადისა და მექსიკის საზღვრებზე მოქალაქეთა გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 18500-ს აღწევს. დაიღუპა 230 ადამიანი. ვირუსის გავრცელების გამო კონექტიკუტის, ნიუ ჯერსის, ილინოისისა და კალიფორნიის შტატების გუბერნატორებმა მოქალაქეებს სახლებში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს. ნიუ იორკში დახურულია მაღაზიები, რომლებიც განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენენ.