კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსი ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ერთი ქობულეთს უკავშირდება, ერთი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა.

„1341 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1351. ათი შემთხვევიდან ერთი პაციენტის წყარო ლენჯერია, ერთის ქობულეთი, ანუ სასტუმრო „ჰავანა“, ერთი პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო ორის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი განიკურნა.

„გამოჯანმრთელებულები მხოლოდ ექვსით გაიზარდა და არის 1098. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდ-ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.