კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელების გამო, ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში, ტუნისსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალა
კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელების გამო, ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში, ტუნისსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალა

ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში, ტუნისსა და რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალა. მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელებაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, ჩეხეთში გასულ კვირებთან შედარებით, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

ჩეხეთში ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის 120 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჩეხეთი, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩეხეთში „კოვიდ-19“-ით 30 298 ადამიანია გარდაცვლილი.