კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო, აზიის ქვეყნების ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს
კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო, აზიის ქვეყნების ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს

აზიის ქვეყნების ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს. ამის მიზეზი გაერთიანებულ სამეფოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გახდა.

კერძოდ, 31 დეკემბრამდე დიდი ბრიტანეთიდან ავიარეისების მიღებას წყვეტს სამხრეთ კორეა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის, კაცუნობუ კატოს განცხადებით, იაპონიამ აკრძალა დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღება, იაპონიის მოქალაქეების გარდა.

ამასთან, ფილიპინები დიდი ბრიტანეთიდან ყველა ავიარეისს 24 დეკემბრიდან აკრძალავს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ადმინისტრაციის განცხადებაში. ამ ეტაპზე აკრძალვა 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

დატოვე კომენტარი