კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები იზრდება. ე.წ. ომიკრონი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

აშშ-ში ვირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა კალიფორნიის, კოლორადოს, მინესოტას, ნიუ იორკისა და ჰავაის შტატებში. ექიმების ცნობით, ყველა ინფიცირებულთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები იზრდება ევროპაში. „ომიკრონით“ ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ახალი შტამი აღმოჩნდა ფინეთში, ესპანეთსა და საბერძნეთშიც.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტი შტამი გახდება.

„ომიკრონის“ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთშიც. ვირუსის შემთხვევები იზრდება სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებშიც, სადაც ის პირველად დააფიქსირეს.