კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 963, იმერეთში – 178, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 131
კორონავირუსით ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 963 შემთხვევა, იმერეთში – 178, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 131.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 16 215-ს აღწევს, მათგან 890 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 178, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 72, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131, კახეთი – 79, მცხეთა-მთიანეთი – 73, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
მ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 454, აჭარაში – 464, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 9, იმერეთში – 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 – თბილისში, 343 – აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 629 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22 715 პირი, აჭარაში – 1 821, იმერეთში – 1 288“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, 31 კი გარდაიცვალა.