კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 868, იმერეთში - 162, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 130
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 868, იმერეთში - 162, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 130

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი –  54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.