კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 65, იმერეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 65, იმერეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 11, გურია – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 13 და სამცხე-ჯავახეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 239 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 230, აჭარაში – 24, იმერეთში – 81.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში – 63, აჭარაში – 16, იმერეთში – 8. 2 827 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.