კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 524 შემთხვევა, იმერეთში - 87, კახეთში - 64
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 524 შემთხვევა, იმერეთში - 87, კახეთში - 64

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 914 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 524 შემთხვევა, იმერეთში – 87, კახეთში – 64.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613, მათ შორის 678 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 პროცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43 პროცენტი, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.55 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 57, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613, საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 452, აჭარაში – 176, იმერეთში – 364. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 51, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 9, იმერეთში – 11. 605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 222- აჭარაში.

5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 28, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 870 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 988, პირი, აჭარაში – 902, იმერეთში – 1 119“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი