კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 35, იმერეთში - ცხრა, კახეთში - ოთხი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 35, იმერეთში - ცხრა, კახეთში - ოთხი

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა – ერთი, იმერეთი – 9, ქვემო ქართლი – 2, გურია – 3, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი -2 და სამცხე-ჯავახეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 188, აჭარაში – 9, იმერეთში – 71.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.