კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 244, იმერეთში - 59, გურიაში - 39
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 244, იმერეთში - 59, გურიაში - 39

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 244, იმერეთში – 59, გურიაში – 39, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 2 716 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 606 საავადმყოფოებში მკურნალობს.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – რვა, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – რვა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 747, აჭარაში – 167, იმერეთში – 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში – 109, აჭარაში – 35, იმერეთში – 107.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში- შვიდი, იმერეთში – ცხრა. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 73 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 90. სულ 6 ოქტომბრიდან – 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 082 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 354 პირი, აჭარაში – 449, იმერეთში – 840“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.