კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 188, იმერეთში - 58, გურიაში - 22
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 188, იმერეთში - 58, გურიაში - 22

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 344 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 188, იმერეთში – 58, გურიაში – 22, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 048 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 316 საავადმყოფოებში მკურნალობს.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 16, გურია – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 670, აჭარაში – 135, იმერეთში – 254.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 19, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 – თბილისში, 29 – აჭარაში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 136, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 609 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 613 პირი, აჭარაში – 499, იმერეთში – 702“, – ნათქვამია ინფორმაციაში.