კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 635, იმერეთში - 766, კახეთში - 420
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 635, იმერეთში - 766, კახეთში - 420

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.

1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 272 – აჭარაში.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 4 104 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი.