კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 389, იმერეთში - 776, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 245
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 389, იმერეთში - 776, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 245

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც: 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 554, აჭარაში – 551, იმერეთში – 1 309.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში – 590, აჭარაში – 103, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი,  მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 41, იმერეთში – 34. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 – თბილისში, 245 – აჭარაში. 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.