კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 384, აჭარაში - 106, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 76
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 384, აჭარაში - 106, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 76

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 30, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 76, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 598 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 741 პირი, აჭარაში – 2 331, იმერეთში – 798.

დატოვე კომენტარი