კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 243, აჭარაში - 419, იმერეთში კი 273 გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 243, აჭარაში - 419, იმერეთში კი 273 გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარაში – 419, იმერეთში – 273, ქვემო ქართლში – 149, შიდა ქართლში – 102, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 142, კახეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში -75, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 4, იმერეთში – 18

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 605- აჭარაში.

21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – რვა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 833, იმერეთში – 2 205.

დატოვე კომენტარი