კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება
კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა  გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება.

„კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 275.  ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 87 შემთხვევა აჭარას, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთს, ექვსი გურიას, 18 კი თბილისს  უკაშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულების რაოდენობა 1363-ია.

„ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, გვყავდა 1354, დაგვემატა მხოლოდ ცხრა და ეს მაჩვენებელი 1363-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.