კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 861 თბილისში, 350 იმერეთში, 115 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 861 თბილისში, 350 იმერეთში, 115 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 861 თბილისში, 350 იმერეთში, 115 კი სამეგრელო – ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 012 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 875 „პისიარ“ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 851 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.25%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 350, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 104, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი -115, კახეთი – 92, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც: 6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 640, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 415.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში – 677, აჭარაში – 128, იმერეთში – 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 42, იმერეთში – 38. 1 123 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 218 – აჭარაში. 39 458 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი