კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 85 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 85 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 85 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 „პისიარ“-ტესტით.

ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.38%, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 4.16%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 282 869-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 39, გურია – 27, სამეგრელო – ზემო-სვანეთი – 113, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – რვა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 388, იმერეთში – 396.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში – 297, აჭარაში – 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – 9575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 – თბილისში, 255 – აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – ხუთი.

სულ 6 ოქტომბრიდან 20 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 469 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 211 პირი, აჭარაში – 2 378, იმერეთში – 1 082“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.