კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 781 თბილისში, 71 იმერეთში, 98 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 781 თბილისში, 71 იმერეთში, 98 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი –52, შიდა ქართლი – 53, გურია – 41, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 921, აჭარაში – 404, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში – 70, იმერეთში – 88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 80, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – 11. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 – თბილისში, 317 – აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, ხოლო აჭარაში – 5. სულ 6 ოქტომბრიდან – 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 485 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 233 პირი, აჭარაში – 2 711, იმერეთში – 1 199.