კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში, 545 აჭარაში, 305 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში, 545 აჭარაში, 305 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან თბილისში 712 შემთხვევაა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჯამური მაჩვენებელი კი, 32 127-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 12 632-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში – ცხრა ადამიანი, აჭარაში – რვა, იმერეთში – ორი, შიდა ქართლში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში ორი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.

3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23. 2 238 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში-1 926. სულ 6-26  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8 918 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში – 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.