კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ლიდერობს ამჟამად უკვე თბილისი, სადაც ახალი შემთხვევა არის 471, აჭარაში – 343, იმერეთში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამცხე-ჯავახეთში -14, მცხეთა-მთიანეთში – 13, კახეთში – 11“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.