კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 465 თბილისში, 75 აჭარაში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 465 თბილისში, 75 აჭარაში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 465 შემთხვევა, აჭარაში – 75, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, იმერეთში – 57.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. კერძოდ, ქვემო ქართლში -დადასტურდა 46 შემთხვევა, შიდა ქართლში – 29, გურიაში- 18, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 405, იმერეთში – 371.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 7, იმერეთში – 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 – თბილისში, 196 – აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 262, ხოლო აჭარაში – 3. სულ 6 ოქტომბრიდან – 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 432 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 317 პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 180“, – ნათქვამია ინფორმაციაში.