კახეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება ავრცელებს.
შედეგად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 787-ს მიაღწია.
ამასთან, კახეთში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი – ინფიცირების 237 შემთხვევა, დედოფლისწყარო – ინფიცირების 29 შემთხვევა, გურჯაანი – ინფიცირების 192 შემთხვევა, სიღნაღი – ინფიცირების 61 შემთხვევა, ყვარელი – ინფიცირების 95 შემთხვევა, ლაგოდეხი – ინფიცირების 71 შემთხვევა, ახმეტა – ინფიცირების 37 შემთხვევა, ხოლო საგარეჯო – ინფიცირების 65 შემთხვევა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 606 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 550 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ორი საკარანტინო ზონაში და 54 კი იმყოფება კოვიდკლინიკაში.
თვითიზოლაციაში 1 383 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციიდან კი 159 ადამიანი მოიხსნა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.