კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში დაფიქსირდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 437 აჭარაში, 388 იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 16 904-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური შემთხვევა არის 18 364.

„4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 728 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.