კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 425 თბილისში, 193 აჭარაში, 372 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 425 თბილისში, 193 აჭარაში, 372 კი იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში, 193 აჭარაში, 372 იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვაქვს 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666. დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს – 425, აჭარაში – 193, იმერეთში 372, – გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთშიც ცხრა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.