კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 397 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 397 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 397 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 143 – ზუგდიდში.

ახალი შემთხვევები ძირითადად​ კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებს უკავშირდება, თუმცა არის ინფიცირების უცნობი წყაროებიც. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მათ დასადგენად.

ამ დროისთვის, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. 53 პაციენტის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 102 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 169 ადამიანი.