კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. დადასტურებულების 51 პროცენტია, რაც შეესაბამება 259 შემთხვევას. იზრდება თბილისში, სადაც 22 პროცენტია – 111 პაციენტი; იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ თბილისს და მთელ ქვეყანას.

„ყოველთვის ვამბობ, რომ თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ. გარკვეული ზრდაა. გავუფრთხილდეთ თბილისს და მთელ ქვეყანას“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, 4 518 აქტიური შემთხვევიდან 58 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან რვა ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.