კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარა კვლავ ლიდერობს, იქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში – 98, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში -15, სამცხე ჯავახეთში – ცხრა, გურიასა და შიდა ქართლში – შვიდი, კახეთში – ორი, იმპორტირებული შემთხვევა არის ექვსი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობოს ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.