კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 იმერეთში, 35 კი შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 იმერეთში, 35 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 იმერეთში, 35 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 349 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 119 პირი.

„დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 % Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 739-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 პროცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.7 , ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.3 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 805-მდე.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – ცხრა, შიდა ქართლი – 35, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25, კახეთი – რვა, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- ოთხი, იმერეთში – 11.

ამასთან, 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, ცხრა – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 420 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 აპირი, მათ შორის თბილისში – 2 871 პირი, აჭარაში – 407, იმერეთში – 688“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.