კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ კონტაქტების მოძიების მიზნით. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 214 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 64 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 36 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში – 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 52 კოვიდპაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 37 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა რეგიონის მკვიდრი ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი – 76 წლის პაციენტი, ჩხოროწყუს მკვიდრი, გარდაიცვალა შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, საუნივერსიტეტო კლინიკაში.