კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 132 თბილისში, 35 იმერეთში, 19 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 132 თბილისში, 35 იმერეთში, 19 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 132 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 19, კახეთში -16, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404.