კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში, 26 იმერეთში, 24 კი კახეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში, 26 იმერეთში, 24 კი კახეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში, 26 იმერეთში, 24 კი კახეთშ გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 885 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 237 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 472.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 6, იმერეთი – 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი – 9, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 196, აჭარაში – 19, იმერეთში – 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 83 პირი, მათ შორის, თბილისში – 53, აჭარაში – 11, იმერეთში – 8. 2 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.