კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 12 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 12 გურიაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან, 12 გურიაში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

,,ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის გატესტვა. ოზურგეთში რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება აღნიშნული პროცესი. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტარონ სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.