კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში გამოვლინდა, 34 იმერეთში, 23 გურიაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში გამოვლინდა, 34 იმერეთში, 23 გურიაში

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 061 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 714 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 347 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 217 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 222.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 958.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 756 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა – ათი, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – ათი, შიდა ქართლი – ცხრა, გურია -23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – რვა, მცხეთა-მთიანეთი – ორი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482 საიდანაც, 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 256, აჭარაში – 36, იმერეთში – 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 პირი, მათ შორის, თბილისში – 73, აჭარაში – 16, იმერეთში – 15. 3 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.