კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 648 თბილისში, 438 აჭარაში, 270 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 648 თბილისში, 438 აჭარაში, 270 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარაში – 438, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 152, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 139, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 836, აჭარაში – 516, იმერეთში – 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში – 463, აჭარაში – 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 – თბილისში, 504- აჭარაში. 20 402  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – რვა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 220, იმერეთში – 1 990.