კორონავირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს
კორონავირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს

29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს. ამ შეზღუდვის მიზანი კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების შეჩერებაა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ პორტუგალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები. 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა ფრენების აკრძალვა პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთს შორისაც.