კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა, მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია დაფიქსირებული
კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა, მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია დაფიქსირებული

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უკვე მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია დაფიქსირებული. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში კიდევ ათი ქვეყანაა დამატებული, სადაც ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ჯანმოს მონაცემების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების რაოდენობა მცირდება დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში.

რაც შეეხება ვირუსის სხვა შტამებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის​ მონაცემებით, ვირუსის ის სახეობა, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა, 31 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ვირუსის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც პირველად ბრაზილიაში დაფიქსირდა, რვა ქვეყანაშია გამოვლენილი.