კორონავირუსის 57 ახალ შემთხვევიდან ორი რუსთავს უკავშირდება
კორონავირუსის 57 ახალ შემთხვევიდან ორი რუსთავს უკავშირდება

კორონავირუსის 57 ახალ შემთხვევიდან ორი რუსთავს უკავშირდება. კერძოდ, ერთი აჭარაში გამართულ ქორწილს უკავშირდება, რომელიც ცნობილი კლასტერია, მეორე ინფიცირებული კი, მედიკოსია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჯერად ეპიდემიოლოგები კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს მოძიებაზე მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კორონავირუსის სულ 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.