კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, 15 იმერეთის რეგიონს, 11 სამეგრელო-ზემო სვანეთს, ოთხი გურიას, სამი კახეთის რეგიონს უკავშირდება.

ასევე, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან კიდევ სამი შიდა ქართლს უკავშირდება, ორი ქვემო ქართლს, ასევე ორი შემთხვევა მცხეთა მთიანეთს, ერთი კი სამცხე-ჯავახეთს.

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს-11 , გურიას- ოთხი, კახეთს- სამი, შიდა ქართლს- სამი, ქვემო ქართლს- ორი, ასევე მცხეთა-მთიანეთს -ორი, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში,  ვირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 45-ია.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 46-ით გაიზარდა, იყო 1 435 და ეს მაჩვენებელი არის 1 481. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 45“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.