ამ მომენტისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულია მინიმუმ 172 სპორტსმენი ან ადამიანი, რომელიც სპორტთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტნი არიან – ესპანელები და იტალიელები.
დაინფიცირებულია – 172 (ესპანეთი – 34, იტალია – 29, ბრიტანეთი – 14, აშშ – 14, გერმანია – 9, თურქეთი – 8, რუსეთი – 7, საფრანგეთი – 5, ბრაზილია – 5, არგენტინა – 3, ჩინეთი – 3, ირანი – 2, პოლონეთი – 2, კორეა – 2, პორტუგალია – 2, ესტონეთი – 2, ავსტრალია – 1, დანია – 1, საბერძნეთი – 1, კოლუმბია – 1, სერბეთი – 1, გამბია – 1, შვედეთი – 1, ნორვეგია – 1, ფინეთი – 1, იაპონია – 1, პარაგვაი – 1, მექსიკა – 1, ბელგია – 1, უკრაინა – 1, კანადა – 1, სენეგალი – 1, დანარჩენი ინფიცირებულების ეროვნება არ სახელდება).
სპორტის სახეობების მიხედვით: 109 – ფეხბურთი, 29 – კალათბურთი, 9 – ჰოკეი, 6 – ველოსპორტი, 3 – ფორმულა 1, 2 – კრივი, 2 – ჩოგბურთი, 1 – სათხილამურო რბოლა, 1 – ფიგურული ციგურაობა, 1 – ბიატლონი, 1 – მძლეოსნობა, 1 – ფრენბურთი; 1 – ხელბურთი, 1 – კიბერსპორტი, 1 – ცურვა, 1 – კანოე, 2 – სპორტული ჟურნალისტები.
გარდაიცვალა – 12 (5 – ესპანეთი, 2 – ირანი, 1 – პორტუგალია, 1 – იტალია, 1 – ნიდერლანდები, 1 – აშშ, 1 – ველოსპორტი). 8 – ფეხბურთი, 1 – კალათბურთი, 1 – ველოსპორტი, 2 – სპორტული ჟურნალისტები.
გამოჯანმრთელდა – 24.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს, იტალიაში დაფიქსირდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ინფექცია უპოვეს სერია C-ს მოთამაშეს.
პირველად გარდაიცვალა 23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიჰი. მისი სიკვდილის შესახებ ახალი ამბავი 28 თებერვალს გაჩნდა.
„იუტას“ ცენტრი რუდი გობერი პირველი დაინფიცირებული ფეხბურთელი გახდა NBA-ში. მისგან ინფექცია გადაედო თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს.
11 მარტს გამოცხადდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელ დანიელე რუგანის დაინფიცირების შესახებ. 17 მარტს მას შეუერთდა თანაგუნდელი ბლეზ მატუიდი.
12 მარტს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს „ლესტერის” სამ ფეხბურთელს. იმავე დღეს ცნობილი გახდა „სამპდორიას“ ფორვარდ მანოლო გაბიადინის დაინფიცირების შესახებ.
13 მარტს ვირუსი აღმოაჩნდა „ჩელსის“ შემტევ კალუმ ჰადსონ-ოდოის.
15 მარტს ვირუსმა მიაღწია „ვალენსიამდე“. ამ გუნდის წარმომადგენელთა 35 პროცენტია დაინფიცირებული. თავიდან ვირუსი შეეყარა ესეკილ გარაის, შემდეგ – დანარჩენებს.
16 მარტს გარდაიცვალა ორი მწვრთნელი – ესპანეთიდან და ირანიდან. 17 მარტს გარდაიცვალა მასაჟისტი მარიო ვერისიმო, რომელიც „ფლამენგოს“ მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟესუსის მეგობარი იყო. თავად ჟესუსსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.
17 მარტს რეანიმაციაში მოხვდა „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.
18 მარტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს „ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდ კევინ დურანტს და მის სამ თანაგუნდელს. „სამპდორიამ“ გამოაცხადა, რომ კლუბში დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
18 მარტს დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. „ოტავას“ ჰოკეისტის გვარს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი. იმავე დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა „ვესტ ბრომვიჩის“ ფორვარდ ჩარლზ ოსტინს.
21 მარტს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა „მილანის“ ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინისა და მის ვაჟს – დანიელს. იგივე დიაგნოზი დაუსვას ბელგიის ნაკრების ნახევარმცველ მარუან ფელაინის, რომელიც ჩინეთის ლიგაში თამაშობს. იმავე დღეს, 76 წლის ასაკში COVID-19-ით გარდაიცვალა მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი – ლორენსო სანსი.
23 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი შეეყარა „რეალის“ კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონ ფერნანდო მარტინ ალვარესს. 72 წლის ბიზნესმენი ოპერატიულად გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
გარდაიცვალა „ესპანიოლის“ ყოფილი მეკარე და მწვრთნელი ბენიტო ხოანეგი. ის 84 წლის იყო. მას კორონავირუსი ჰქონდა.
24 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელს ფათიჰ თერიმს. სპეციალისტის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.
25 მარტს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩოგბურთში. ვირუსი შეეყარა ბრაზილიელ ტიაგო სეიბუტ უაილდს.
26 მარტს გამოცხადდა, რომ ბრენდან მარინო პირველი კიბერსპორტსმენია, რომელიც კორონავირუსით არის ავად.
27 მარტს ცნობილი გახდა ორი ლეტალური შემთხვევის შესახებ, რომელიც კორონავირუსით იყო პროვოცირებული: გარდაიცვალა ყოფილი იტალიელი ველომრბოლელი დანილო ბაროცი და „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტი კეს ბაკერი.
28 მარტს გაირკვა, რომ კორონავირუსი აქვს თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რექბერს. 46 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოშია, ექიმების მეთვალყურების ქვეშ. 31 მარტს დაიწერა, რომ თურქი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.
29 მარტს სენტ-ჯონსის უნივერსიტეტის გუნდის ყოფილი კალათბურთელი ლი გრინი COVID-19-ით გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.
31 მარტს დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პატრიკ მაკინროიმ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ კორონავირუსით დაავადდა. ლეგენდარული ჯონ მაკინროის ძმამ დაამატა, რომ თავს კარგად გრძნობს.
„რედ ბულის“ ახალგაზრდული პროგრამის პილოტი, ესტონელი მარკო ასმერი კორონავირუსით არის ავად.
ასევე 31 მარტს დაფიქსირდა მორიგი ლეტალური შემთხვევა – კორონავირუსმა იმსხვერპლა „მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი, პაპე დიუფი. ის დაკარის საავადმყოფოში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.