კორონავირუსი სპორტში - სტატისტიკა 23 მარტისთვის
კორონავირუსი სპორტში - სტატისტიკა 23 მარტისთვის

ამ მომენტისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულია მინიმუმ 108 სპორტსმენი ან ადამიანი, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტნი არიან – იტალიელები და ესპანელები.

დაინფიცირებულია – 133 (ესპანეთი – 31, იტალია – 27, ბრიტანეთი – 14, გერმანია – 7, აშშ – 7, რუსეთი – 5, საფრანგეთი – 5, არგენტინა – 3, ბრაზილია – 3, ირანი – 2, პოლონეთი – 2, კორეა – 2, პორტუგალია – 2, ავსტრალია – 1, დანია – 1, საბერძნეთი – 1, კოლუმბია – 1, სერბეთი – 1, გამბია – 1, შვედეთი – 1, ნორვეგია – 1, ესტონეთი – 1, ფინეთი – 1, იაპონია – 1, ჩინეთი – 1, მექსიკა – 1, დანარჩენი ინფიცირებულების ეროვნება არ სახელდება).

სპორტის სახეობების მიხედვით: 95 – ფეხბურთი, 21 – კალათბურთი, 6 – ველოსპორტი, 3 – ჰოკეი, 2 – ფორმულა 1, 1 – ჩოგბურთი, 1 – სათხილამურო რბოლა, 1 – მძლეოსნობა, 1 – ფრენბურთი; 2 – სპორტული ჟურნალისტები.

გარდაიცვალა – 7 (4 – ესპანეთი, 2 – ირანი, 1 – პორტუგალია). 5 – ფეხბურთი, 2 – სპორტული ჟურნალისტები.

გამოჯანმრთელდა – 9.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს, იტალიაში დაფიქსირდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ინფექცია უპოვნეს სერია C-ს მოთამაშეს.

პირველად გარდაიცვალა 23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიჰი. მისი სიკვდილის შესახებ ახალი ამბავი 28 თებერვალს გაჩნდა.

„იუტას” ცენტრი რუდი გობერი პირველი დაინფიცირებული კალათბურთელი გახდა NBA-ში. მისგან ინფექცია გადაედო თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს.

11 მარტს გამოცხადდა „იუვენტუსის” ფეხბურთელის დანიელე რუგანის დაინფიცირების შესახებ. 17 მარტს მას შეუერთდა თანაგუნდელი ბლეზ მატუიდი.

12 მარტს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს „ლესტერის” სამ ფეხბურთელს. იმავე დღეს ცნობილი გახდა „სამპდორიას” ფორვარდის მანოლო გაბიადინის დაინფიცირების შესახებ.

13 მარტს ვირუსი აღმოაჩნდა „ჩელსის” შემტევს კალუმ ჰადსონ-ოდოის.

15 მარტს ვირუსმა მიაღწია „ვალენსიამდე”. ამ გუნდის წარმომადგენელთა 35 პროცენტია დაინფიცირებული. თავიდან ვირუსი შეეყარა ესეკილ გარაის, შემდეგ დანარჩენებს.

16 მარტს გარდაიცვალა ორი მწვრთნელი – ესპანეთიდან და ირანიდან. 17 მარტს გარდაიცვალა მასაჟისტი მარიო ვერისიმო, რომელიც „ფლამენგოს” მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის მეგობარი იყო. თავად ჟესუსსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.

17 მარტს რეანიმაციაში მოხვდა „რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.

18 მარტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს „ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდს კევინ დურანტს და მის სამ თანაგუნდელს. „სამპდორიამ” გამოაცხადა, რომ კლუბში დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

18 მარტს დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. „ოტავას” ჰოკეისტის გვარს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.

20 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი. იმავე დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა „ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდს ჩარლზ ოსტინს.

21 მარტს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა „მილანის” ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინისა და მის ვაჟს დანიელს. იგივე დიაგნოზი დაუსვას ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს მარუან ფელაინის, რომელიც ჩინეთის ლიგაში თამაშობს. იმავე დღეს, 76 წლის ასაკში COVID-19-ით გარდაიცვალა მადრიდის „რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.